მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი პრესის წინაშე წარსდგა. ბუნებრივია, გვარდიოლას უამრავი შეკითხვა დაუსვეს დავიდ ვილიაზე, რომელმაც მატჩის პირველ ნახევარში ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა, მოგვიანებით კი დადასტურდა, რომ მან მარცხენა ფეხის წვივის ძვალი გაიტეხა. "ვილიას ფეხი აქვს მოტეხილი. უახლოვეს საათებში მას გადააფრენენ ბარსელონაში, სადაც ჩაუტარდება ოპერაცია. კლუბის ყველა ფეხბურთელი ძალიან დამწუხრებულია დავიდის ასეთი სერიოზული დაზიანებით. არ ვფლობ ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დრო დასჭირდება მის მკურნალობას. იმედი მაქვს, რომ ის დაგვიბრუნდება მაქსიმალურად მალე. დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებას მის გარეშე შევძლებთ." - განაცხადა გვარდიოლამ.
|